Tuesday, December 11, 2012

რა არის ბიზნესი? ბიზნესი ინგლისური სიტყვაა და ქართულად საქმეს ნიშნავს. თუმცა,დღესდღეობით. თავისი პირდაპირი მნიშვნელობით მას, თითქმის, ვერავინ აღიქვამს. იგი ყველასათვის მოგების მიღების მიზნით წარმართული საქმიანობაა. სწორედ ასეთი გახლავთ მისი კლასიკური განმარტება.

რაც შეეხება ვაჭრობას, დღეს ძალიან ცოტა თუ აცნობიერებს, რომ ბიზნესი და ვაჭრობა, ფაქრტობრივად, ერთი და იგივე ეკონომიკური შინაარსის მატარებელია და მათ აბსოლუტურად განყენებულ ცნებებად აღიქვამს. არადა ვაჭრობა, ჩემი აზრით, დღევანდელი ბიზნესის წინაპარია. არა მგონია ადრეულ საუკუნეებში ვინმეს სცოდნოდა „ბიზნესის“ არსებობის შესახებ. აი ვაჭრობა კი, პრაქტიკულად ოდითგანვე არსებობდა. ადამიანი ყოველთვის ყიდდა რაღაცას, მაგრამ საზღაურს ნამდვილად არ წარმოადგენდა ყოველთვის ფულად ექვივალენტი.

საინტერესოა, რით განსხვავდება უბრალო ვაჭრობა საგარეო ვაჭრობისაგან? საქმე იმაშია, რომ თუკი ვაჭრობა ქვეყნის შიგნით განხორციელებული კომერციული ოპერაციაა, საგარეო ვაჭრობა ქვეყნის საზღვრებს სცდება და ხშირად, მთელ მსოფლიოსაც მოიცავს. ყველა ბიზნესმენს ეგრეთწოდებულ „მოვაჭრეს’’, რომელიც წარმატებით ახორციელებს თავის კომერციულ საქმიანობას ქვეყნის შიგნით, ერთხელაც უჩნდება სურვილი თავისი პროდუქციის მეშვეობით მთელი მსოფლიოს დაპყრობისა. რამ შეიძლება განაპირობოს უცხოური ბაზრის ათვისების სურვილი? ამის მიზეზი, ძირითადად, ორი ყველაზე გავრცელებული ფაქტორია. ეს გახლავთ ადგილობრივი ბაზრების გაჯერება და უცხოოურ ბაზრებზე მეტი მოგების მიღების პერსპექტივა.




Business Process Improvement 101