ბიზნესი

      განვითარებულია საბაზრო (შერეული) ეკონომიკის
ქვეყნებში, უაღრესად დიდია ბიზნესის როლი და მნიშ-
ვნელობა. დღეს ჯანსაღი ბიზნესის განვითარების პირო-
ბები განსაზღვრავს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის
განვითარების დონეს. ამიტომ ბიზნესი ხდება საქართვე-
ლოს ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. ბიზნესის საშუა-
ლებით შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რამდე-
ნად ინერგება ან დაინერგა ქვეყნის ეკონომიკაში საბაზ-
რო მექანიზმი და მეურნეობრიობის მეთოდები.
საქართველოში უკვე ბევრი მოქალაქისათვის ბიზ-
ნესი გახდა სამუშაოს ძირითადი სახეობა ან მეორადი
დასაქმების ფორმა. ბიზნესი განსაკუთრებით იზიდავს
ახალგაზრდა თაობას.
ბიზნესი რთული და საინტერესო საქმიანობაა. მი-
სი წარმატებული დაუფლება დამოკიდებულია მრავალ
ფაქტორზე. ნებისმიერ კომერციულ (მოგების მიღებაზე
გამიზნულ) საქმიანობაში პრაქტიკულად მაღალი შედე-
გიანობის მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა
საჭირო ცოდნის მიღება ბიზნესის კონცეფციების, პრინ-
ციპების, წესების, ფორმებისა და მეთოდების შესახებ.
ბიზნესი ჩვენთვის ახალი საქმეა და სასწავლო ლი-
ტერატურა მშობლიურ ენაზე ღარიბია. ქართულ და
უცხოურ ენებზე გამოცემულ წიგნებსა და ბროშურებში

არ არის სწორად გადმოცემული ბიზნესისა და მეწარმე-
ობის არსი, ხშირად ისინი გაიგივებულია ერთმანეთ-
თან; აგრეთვე ხშირად ხმარობენ სამეწარმეო ბიზნესს,
რაც ნონსენსია. გასამიჯნია ბიზნესმენი, მეწარმე და მე-
ნეჯერი. აღნიშნულ საკითხებზე ჯერჯერობით არ არის
ჩამოყალიბებული ერთიანი შეხედულება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ბიზნესს ჯერ კი-
დევ არ შეუძენია თანამედროვე ცივილიზებული ფორმა
და შინაარსი, ბევრი რამ დასახვეწია. ამიტომ ბიზნესის
სფეროსათვის კადრების (ეკონომისტების, იურისტების,
მარკეტერების, მენეჯერების და სხვა სპეციალისტების)
მომზადება ფრიად აქტუალურია, რომლებსაც მოუწევთ
მუშაობა სხვადასხვა პროფილისა და ხასიათის საწარმო-
ში, კომპანიასა და კორპორაციაში. საზღვარგარეთ მათი
განზოგადებული სახელწოდებაა ფირმა. სპეციალისტები
შეიძლება მუშაობდნენ საკუთარ ან სხვის მიერ დაფუძ-
ნებულ ფირმებში.



სახელმძღვანელო ’ბიზნესის საფუძვლები’ 
 გიორგი შუბლაძე
მანანა ნანიტაშვილი ( ვრცლად )

No comments:

Post a Comment